"თქვენი ქვეყნის და თქვენი გაცნობა ჩემი ცხოვრების უდიდესი საჩუქარი იყო!" - რას წერს ცნობილი ბრაზილიელი "ინფლუენსერი" საქართველოზე, რომელიც სტუმრად ბერა ივანიშვილთან და მის მეუღლესთან იმყოფებოდა
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ვაჟი და რძალი შვილებთან ერთად საქართველოში დაბრუნდნენ. ბერა და ნანუკა კოვიდ პანდემიის დაწყების შემდეგ ჯერ სამხრეთ კორეაში, შემდეგ კი ბრაზილიაში ცხოვრობდნენ. იქ დაიბადა მათი უმცროსი შვილიც.
ახლახან ინსტაგრამზე წყვილმა ვიდეოების სერია გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მათთან სტუმრად ბრაზილიელი ინფლუენსერია ჩამოსული. ვიდეოები მაღალმთიან აჭარაში, კურორტ გოდერძიზეა გადაღებული და შესანიშნავ დროს ატარებენ.
ერთ-ერთ ვიდეოზე ჯესიკა წერს:
"ეს ვიდეო ალბათ გახსენებთ რომელიმე ფილმს?! საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ნამდვილად მომხიბლა! საკვები (ხაჭაპური, ხინკალი, ქაბაბი), თბილი მასპინძლობა, საოცარი ლანდშაფტები... ძალიან მადლობელი ვარ, რომ გავიცანი ეს უნიკალური ქვეყანა! ბერა და ნანუკა, თქვენ დიდი სიყვარული და მადლიერება! თქვენი ქვეყნის და თქვენი გაცნობა ჩემი ცხოვრების უდიდესი საჩუქარი იყო! გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები