ხანძარი ჭავჭავაძის გამზირზე - რა ვითარებაა ადგილზე (ვიდეო) - კვირის პალიტრა

ხანძარი ჭავჭავაძის გამზირზე - რა ვითარებაა ადგილზე (ვიდეო)

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზეა.

„ხანძარი ლოკალიზებულია. დაშავებულებზე ინფორმაცია ამ ეტაპზე არ შემოსულა. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ“, - განაცხადეს უწყებაში.