"მშვიდად შეგვიძლია ვიყოთ, ეს ქვეყანა ძალიან მაგარ ხელშია... სრულიად არაპათეტიკურად, არაყალბად, სადღეგრძელოს ჟანრის გარეშე და გულწრფელად ააფრიალეს ქართული დროშა" - კვირის პალიტრა

"მშვიდად შეგვიძლია ვიყოთ, ეს ქვეყანა ძალიან მაგარ ხელშია... სრულიად არაპათეტიკურად, არაყალბად, სადღეგრძელოს ჟანრის გარეშე და გულწრფელად ააფრიალეს ქართული დროშა"

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ნახევრად ინგლისური ტერმინებით მეტყველმა; ტიკტოკის ჩემთვის გაუგებარ, გაურკვეველი ინფლუენსერების ვიდეოებში თავჩარგულმა; პრემიერის გვარის არმცოდნე; არეულ ოთახიანმა; პირსინგიანმა; ფერადთმიანმა ახალგაზრდებმა ტიკტოკიდან თავი ამოყვეს. სადღაც, გულის კუნჭულში შენახული პატრიოტიზმი ამოქექეს; მარტო პრემიერის კი არა, ყველა პოლიტიკოსის გვარი დაიმახსოვრეს და იმაზე უფრო სწორი და მწყობრი შეფასებები დადეს, ვიდრე პრემიერის გვარის მცოდნეები კი არა, თვითონ პრემიერიც, აკეთებს; ფოლკლორის და ქართული ლიტერატურის გასაოცარი ცოდნა ამოაფრქვიეს; სრულიად არაპათეტიკურად, არაყალბად, სადღეგრძელოს ჟანრის გარეშე და გულწრფელად ააფრიალეს ქართული დროშა და იმღერეს ჰიმნი.როცა სამშობლოს (ამ სიტყვასაც მათთვის სრულიად ღრმა შინაარსი ქონია თურმე) დავაბრუნებთ ევროპულ და დემოკრატიულ რელსებზე, ისევ ჩაყოფენ თავს ჩვენთვის გაუგებარი ინფლუენსერების ვიდეოებში და დაივიწყებენ პოლიტიკოსების გვარებს, მაგრამ მშვიდად შეგვიძლია ვიყოთ, ეს ქვეყანა ძალიან მაგარ ხელშია!"