"მოგესალმებით გოგონა ლურჯი ყაბალახით, ბევრი რამის თქმა მინდა...10 წუთში გადაწყვეტილი ამბავი იყო" -რას წერს ახალგაზრდა, რომელიც "ხორუმის" მარშს მოუძღვებოდა
საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია არ წყდება, რომელსაც ყოველ დღ უერთდებიან საქართველოს კუთხეების წარმომადგენლები. გუშინდელი მსვლელობა კი შთამბეჭდავად დასრულდა "ხორუმით".
"ხორუმით ევროპისკენ“ - ამ ლოზუნგით ქართველი მოცეკვავეები პარლამენტთან ხორუმის ცეკვით მივიდნენ. მათ საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.
ემოციური სანახავი იყო გოგონა ლურჯი ყაბალახითა და ხელში აღმართული ქართული დროშით, რომელიც ცეკვის მარშს მოუძღვებოდა.
როგორ ირკვევა, ახალგაზრდა გოგო მოცეკვავე ზანდა კონცელიძეა. ამის შესახებ ის თავად წერს "ფეისბუქზე":
"მოგესალმებით გოგონა ლურჯი ყაბალახით, ბევრი რამის თქმა მინდა, პირველ რიგში მადლობა ყველას, ვინც შემოგვიერთდით. მადლობა იმ ადამიანებს, ვინც გვეხმარებოდა, რომ ყველფერი ისე მომხდაროყო, როგორც მოხდა, ეს ყველფერი არ იყო დაგეგმილი. ეს 10 წუთში გადაწყვეტილი ამბავი იყო. გამოგიტყდენით მეშინოდა, რომ ამდენი არ ვიქნებოდით, მაგრამ ქართველებო და საქართველო მეამაყებით!!! ჯერ კიდევ არ იცით, რა მაგარი ერი ვართ, მადლობა იმ ბიჭებს, რომლებიც მაღლა მწევდნენ და დაუზარებლად აკეთებდნენ ამას ყოველ ჯერზე (მიუხედავად იმისა რომ ერთმანეთს არ ვიცნობდით, და ძალიან რთული და სარისკოა ამის გაკეთება), მაგრამ თქვენი მუხტი ყოველჯერზე ძალას გვაძლევდა. გთხოვთ არ დავნებდეთ და ესე ერთად მივალთ იქ, სადაც გვინდა მისვლა ჯერ გამარჯვების ცეკვა არ გვიცეკვია ანუ ჯერ ყველაფერი წინ არის მიყვარხართ. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!! გაუმარჯოს ქართველ ხალხ!!!
პ.ს: ჩვენც ვტირით, ჩვენც ამაყები ვართ თქვენით!!!ცრემლი აღარ მაქვს", - წერს მოცეკვავე ზანდა კონცელიძე.