"მეც გა­ვა­უქ­მე ჩემი სა­წყა­ლი 1500 ლარი, აბა, მეტი კონ­ცერ­ტი არ მქონ­და და..." - რას წერს მაია კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი? - კვირის პალიტრა

"მეც გა­ვა­უქ­მე ჩემი სა­წყა­ლი 1500 ლარი, აბა, მეტი კონ­ცერ­ტი არ მქონ­და და..." - რას წერს მაია კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი?

დე­კემ­ბერ­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის გამო, აქ­ცი­ებ­ზე და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი­სა და და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის გამო, მომ­ღერ­ლე­ბის ნა­წილ­მა სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი თქვა. ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია გა­ი­მარ­თე­ბა თუ არა, 31 დე­კემ­ბრის გრან­დი­ო­ზუ­ლი კონ­ცერ­ტი, რო­მელ­საც ყო­ველ წელს მე­რია ატა­რებს. იმ მომ­ღერ­ლებს შო­რის, ვინც მე­რი­ას კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი უთხრა, მაია კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი­ცაა, ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს

"იუ­მორს გა­ვუ­რევ, დღეს მე­პა­ტი­ე­ბა. მომ­ღერ­ლებ­მა ხომ გა­ა­უქ­მეს კონ­ცერ­ტე­ბი, ბევ­რი ხომ ჰქონ­დათ და მეც ვი­ყა­ვი მიწ­ვე­უ­ლი 2-ში ბე­დო­ბას მე­რი­ის კონ­ცერ­ტზე. მეც გა­ვა­უქ­მე ჩემი სა­წყა­ლი 1500 ლარი, აბა, მეტი კონ­ცერ­ტი არ მქონ­და და...", - წერს კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი.