"როგორ უნდა ავუხსნათ, რომ ევროპის გზიდან არ გადაგვიხვევია, წარმოუდგენლად მიმაჩნია" - რას წერს ნინო წილოსანი?
"ქართული ოცნების" წარმომადგენელი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს 2024 წლის გაზაფხულის აქციებიდან და წერს, რომ სოციალურ ქსელში სწორედ ამ ფოტოს აზიარებენ მოქალაქეები, თითქოსდა, ის გუშინდელი აქციის ფოტო იყოს.
"გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, მწვანე ხეებში მდგომ დემონსტრანტებს და ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა, ზემოდან visioner-ს დაათვლევინეს 200 000 ვიყავითო იმ ადამიანებს როგორ უნდა ავუხსნათ, რომ ევროპის გზიდან არ გადაგვიხვევია, წარმოუდგენლად მიმაჩნია", - წერს ნინო წილოსანი.