"სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად დაპოსტვა მოხდა" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი? - კვირის პალიტრა

"სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად დაპოსტვა მოხდა" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა, რომელსაც საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა:

"შეცდომაა ამდენი ხალხის გამოსვლა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება.

პ.ს. სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად დაპოსტვა მოხდა და შესაბამისად ჩემმა ამ პოსტმა გამოიწვია დამსახურებული რეაქცია.

რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს. ჩემი მიზანი იყო, ხაზი გამესვა შთამბეჭდავი მსვლელობისათვის და ხელშესახები შედეგების დადგომის აუცილებლობისათვის." - ვკითხულობთ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე.