თქვენ გემოვნებიანი მკითხველი ბრძანდებით! - კვირის პალიტრა

თქვენ გემოვნებიანი მკითხველი ბრძანდებით!

ძვირფასო მკითხველო! მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში მსოფლიოში ბეჭდურმა გამოცემებმა პოზიციები დაუთმეს ონლაინ მედიასაშუალებებს, "პალიტრა მედია" აგრძელებდა მათ გამოცემას. ეს ხდებოდა იმ ფონზეც, რომ ისინი, ხშირ შემთხვევაში, დოტაციურები იყვნენ ანუ არანაირ კომერციულ მოგებაზე საუბარიც კი არ შეიძლებოდა.

უდიდესი გამოცემების ტირაჟები საგრძნობლად შემცირდა (მაგალითად, "ნიუ-იორკ თაიმსი", "ვაშინგტონ პოსტი", "ბილდი" და ა.შ). მათი კონტენტის დიდმა ნაწილმა ონლაინსივრცეში გადაინაცვლა, რომლის უდიდესი ნაწილიც, საქართველოსგან განსხვავებით, ფასიანია. აქვე აღვნიშნავთ, რომ ტირაჟის შემცირება საქართველოს მსგავს მცირე ბაზარზე უფრო პრობლემატურია, ვიდრე მრავალმილიონიან ქვეყნებში.

თუმცა გვაქვს კარგი ამბავიც - ზემოხსენებული ჟურნალების თქვენთვის საყვარელი რუბრიკების ნაწილი გადაინაცვლებს გაზეთ "კვირის პალიტრაში", ნაწილი კი ონლაინმედიაში (AMBEBI.GE, KVIRISPALITRA.GE)

ამასთან, გაზეთი "კვირის პალიტრა" უფრო მრავალფეროვანი ხდება. 2024 წლის 30 დეკემბრიდან გაზეთს დაემატება ოთხი გვერდი (32 გვერდის ნაცვლად, იქნება 36 გვერდი).

გაზეთის ფორმატის გაზრდიდან გამომდინარე, მოხდება ფასის კორექტირებაც. მოგეხსენებათ, გაზეთის გამოცემა ვრცელ და რთულ საწარმოო პროცესთან არის დაკავშირებული - რედაქცია, სტამბა, ქაღალდი, საღებავი, საწვავი, დისტრიბუცია და ა.შ. ჩვენ მაქსიმალურად თავს ვიკავებდით გაზეთის ფასის ცვლილებისგან, თუმცა ყველა ზემოხსენებული ხარჯი ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა.

მკითხველის ინტერესებიდან გამომდინარე, "კვირის პალიტრას" ფასი მხოლოდ მცირედით ემატება. გაზეთის შეძენას ამიერიდან 2 ლარის ნაცვლად, 3 ლარად შეძლებთ.

იმედია, ჩვენი გემოვნებიანი და ობიექტური მკითხველი გაგებით მოეკიდება ამ გადაწყვეტილებას. "კვირის პალიტრა" კი გააგრძელებს იმას, რასაც ბოლო 30 წლის განმავლობაში აკეთებდა - მკითხველისთვის საინტერესო, მრავალფეროვანი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას.