რა "მიუსაჯა" სასამართლომ ნიკა გვარამიას? - რას წერს "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში - კვირის პალიტრა

რა "მიუსაჯა" სასამართლომ ნიკა გვარამიას? - რას წერს "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გზის უკანონო გადაკეტვისთვის, 5000 ლარით დააჯარიმა.

აღნიშნულის შესახებ გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ, გზის უკანონო გადაკეტვისთვის, 5000 ლარი ჯარიმა მომისაჯა“, - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას პროცესი გაიმართა, სადაც გვარამიას ჭავჭავაძის გამზირზე, გზის გადაკეტვის ორგანიზებას ედავებოდნენ. პროცესს თავად გვარამია არ ესწრებოდა.

"ინტერპრესნიუსი"