"წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდობიანი იყო, თუმცა ... " - რა წერია IRI -ის ანგარიშში? - კვირის პალიტრა

"წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდობიანი იყო, თუმცა ... " - რა წერია IRI -ის ანგარიშში?

დაფიქსირდა ფართომასშტაბიანი და სისტემური პოლიტიკური დაშინება და იძულება, განსაკუთრებით სოფლის და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, - ამის შესახებ საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერების არსებობა და სპეციალური კალმების გამოყენება, რაც ბიულეტენების ფარულობას არღვევდა, აღვივებდა შიშს ამომრჩევლებში.

"წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდობიანი იყო, თუმცა დაფიქსირდა ფართომასშტაბიანი და სისტემური პოლიტიკური დაშინება და იძულება, განსაკუთრებით სოფლის და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. ინსტიტუციურიდაცვის არაეფექტიანობამ საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიებისა და მოქალაქეების შესაძლებლობას გამოეყენებინა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. დაშინების ტაქტიკა, როგორიცაა ამომრჩეველთა პირადობის მოწმობების იძულებითი მოპოვება, არჩევნების მოახლოებასთან ერთად გააქტიურდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღე სერიოზული ტექნიკური პრობლემების გარეშე ჩატარდა, საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერების არსებობა და სპეციალური კალმების გამოყენება, რაც ბიულეტენების ფარულობას არღვევდა, აღვივებდა შიშს ამომრჩევლებში. ამ ფაქტორებმა შეარყია ნდობა საარჩევნო პროცესის და ფუნდამენტური პოლიტიკური უფლებების დაცვის მიმართ“, - ნათქვამია ანგარიშში.

"ინტერპრესნიუსი"