"მადლობელი უნდა ვიყოთ, რაც ივანიშვილმა გააკეთა, მაგრამ თუ სახელმწიფო გვინდა გვქონდეს, ერთპიროვნული მართვა დაუშვებელია" - კვირის პალიტრა

"მადლობელი უნდა ვიყოთ, რაც ივანიშვილმა გააკეთა, მაგრამ თუ სახელმწიფო გვინდა გვქონდეს, ერთპიროვნული მართვა დაუშვებელია"

ცნო­ბი­ლია, რომ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე არა­ერ­თი მსა­ხი­ო­ბია, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ტე­ლე­ე­თე­რი­დან, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­დან, ბეჭ­დუ­რი თუ ელექტრო­ნუ­ლი მე­დი­ი­დან სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას აფიქ­სი­რებს. ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რელ მსა­ხი­ობს ქეთი ჩხე­ი­ძეს მიმ­დი­ნა­რე ამ­ბებ­სა თუ პრო­ცე­სებ­ზე სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბა ვთხო­ვეთ.

ის AMBEBI.GE-ს თა­ვის მო­საზ­რე­ბას უზი­ა­რებს.

- ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ახლა ხალ­ხი სი­მარ­თლის­თვის იბ­რძვის, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი იბ­რძვი­ან ად­გი­ლე­ბის­თვის, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი - თა­ვი­ან­თი ფუ­ლის გა­სამ­რავ­ლებ­ლად და ზო­გიც შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. სა­ერ­თოდ მსოფ­ლი­ო­შიც ასეა, მაგ­რამ ჩვენ­თან ახლა მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან გამ­წვავ­და... არა­და, ერთი შე­ხედ­ვით, მშვი­დო­ბა იყო... რო­გორც ბრეხ­ტი ამ­ბობს - "ომი დამ­თავ­რდა, მშვი­დო­ბის გე­ში­ნო­დეთ ხალ­ხო" - თით­ქოს ეს მო­მენ­ტი დაგ­ვიდ­გა.

ამ მშვი­დო­ბამ გარ­კვე­უ­ლი ში­შე­ბი გა­მო­იწ­ვია, თუმ­ცა მხო­ლოდ ამან არა, ქმე­დე­ბებ­მაც... ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­ში­ნე­ბის და ზე­წო­ლის პო­ლი­ტი­კა გა­და­წყვი­ტა. ეს რამ­დე­ნი ხანი გას­ტანს, რო­დემ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, არა­ვინ იცის. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, პო­ზი­ცია ნა­თე­ლია, მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ასე­თია, ვინც წი­ნა­აღ­მდეგ გა­ი­ლაშ­ქრებს, და­ის­ჯე­ბა.

- ასე­თი პო­ზი­ცია, პრო­ტეს­ტის მუხტს მე­ტად ზრდის...

- ეს რომ პა­ტა­რა დაჯ­გუ­ფე­ბა იყოს, ან რა­ღაც ძა­ლა­დობ­რი­ვი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რო­მელ­საც უნდა, რომ სა­ხელ­მწი­ფო ჩა­მო­შა­ლოს, რის­თვი­საც სა­ზი­ზღრო­ბებს სჩა­დის, ასე თუ ისე, გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბო­და... დღეს ქუ­ჩა­ში დგას უკ­მა­ყო­ფი­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის არ­მია, თა­ვი­სი ხედ­ვით და პო­ზი­ცი­ით, ამის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა არ შე­იძ­ლე­ბა. პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გა­რეთ რომ გა­მო­დის და შენ მა­ინც ჯი­უ­ტად ამ­ბობ, - 1000 კა­ცია, ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დამ­ღუპ­ვე­ლია. ამ შემ­თხვე­ვა­ში რა­ო­დე­ნო­ბას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს... როცა ეს რა­ო­დე­ნო­ბა დი­დია, ცუ­დის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, ე.ი. ბა­ლან­სი სე­რი­ო­ზუ­ლად და­ირ­ღვა...

თუ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის წინ ვფიქ­რობ­დი, რომ ქვე­ყა­ნა ნორ­მა­ლუ­რად მი­დი­ო­და და ეს პე­რი­ო­დი ნამ­დვი­ლად იყო. შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბო­და, რომ ადეკ­ვა­ტუ­რე­ბი იყ­ვნენ, ვი­თომ რა­ღა­ცას ცდი­ლობ­დნენ, მაგ­რამ ეს ადეკ­ვა­ტუ­რო­ბა რა­ღაც­ნა­ი­რად აყი­რავ­და. და­ი­წყეს ის, რაც ძა­ლი­ან კლა­სი­კუ­რია, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც და სხვა ქვეყ­ნებ­შიც ბევ­რჯერ გვი­ნა­ხავს. ეს ის ტი­პუ­რი მო­დე­ლია, როცა სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ სე­რი­ო­ზუ­ლი შეც­დო­მე­ბი დაშ­ვე­ბა იწყე­ბა.

- თქვენ­ში კონ­კრე­ტუ­ლად პრო­ტეს­ტი რამ გა­მო­იწ­ვია?

- იმან, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მუდ­მი­ვად აპე­ლი­რებს ღირ­სე­ბა­ზე. კი, თუ სა­ხელ­მწი­ფო ხარ, შენი პო­ზი­ცია უნდა გქონ­დეს, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო არ არის დიდი ქვე­ყა­ნა და არც იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ ეკო­ნო­მი­უ­რად, თუნ­დაც გა­ნა­თე­ბის მხრივ (კი­დევ ბევ­რი კუ­თხით), ასე­თი ამ­ბი­ცი­უ­რი გა­ნა­ცხა­დი გა­ა­კე­თო. გა­მოხ­ვი­დე, მსოფ­ლი­ოს მი­მარ­თო, პი­რო­ბე­ბი წა­უ­ყე­ნო, გა­მო­ა­ცხა­დო, რომ ევ­რო­კავ­შირ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას წყვეტ და დი­ა­ლოგს აღარ ხსნი. მი­ნი­მუმ ნორ­მა­ლუ­რი არ არის. იმან რომ გი­თხრას, კი­დევ გა­საგ­დე­ბია, შენ ეუბ­ნე­ბი?!

გააგრძელეთ კითხვა