რამდენი იქნება თბილისის ბიუჯეტი 2025 წელს - საკრებულომ დოკუმენტი უკვე დაამტკიცა - კვირის პალიტრა

რამდენი იქნება თბილისის ბიუჯეტი 2025 წელს - საკრებულომ დოკუმენტი უკვე დაამტკიცა

თბილისის მერიის 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტი 2 მილიარდ 455 მილიონი ლარით განისაზღვრა. აქედან, თბილისის მუნიციპალიტეტი ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარების სახით 580 მილიონ ლარს მიიღებს.

აღნიშნული ბიუჯეტის პროქეტი თბილისის საკრებულოში დამტკიცდა.

კენჭისყრაში მონაწილეობა 27 წევრმა მიიღო. 27-ივემ მხარი დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი სხდომაზე არავინ არ იყო.

აღსანიშნია, რომ საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდნენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები.

"ინტერპრესნიუსი"