დაჯგუფება “ნაცისტების“ წევრია, თურმე სტატუსი დაუწერია უნდა მოვკლაო“ - რა დეტალები ხდება ცნობილი 16 წლის მოზარდის დაჭრის ფაქტზე?
თბილისში, 16 წლის ბიჭი 14 წლის მოზარდმა დაჭრა. 16 წლის მოზარდი კლინიკაშია გადაყვანილი. მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დანაშაული ზესტაფონის ქუჩაზე მოხდა. პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა.
"კურიერი" დაჭრილის დედას და მკურნალ ექიმს ესაუბრა.
მშობელი კონკრეტულ დაჯგუფებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პირი, რომელიც მის შვილს თავს დაესხა, ნაცისტური დაჯგუფების წევრია. მისი თანმხლები პირები კი თავდასხმის მომენტში ნიღბებით იყვნენ.დედის თქმით, დაახლოებით სამი წლის წინ, მის შვილსა და მოზარდს შორის კონფლიქტი მოხდა, თუმცა სკოლა შეიცვალეს და მას შემდეგ არ იყო არანაირი ნიშნები იმისა, რომ კონფლიქტი გრძელდებოდა.
როგორც დედა აღნიშნავს, შემთხვევამდე ცოტახნით ადრე, მოზარდმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 16 წლის პირის მოკვლას აპირებდა, თუმცა მან ეს პოსტი მალევე წაშალა.
"ეს ბავშვი არის, რაღაც დაჯგუფებაა "ნაცისტების" წევრი, დაჰყვებათ გოგო. სამი წლის უკან ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, შემოხლა მოხდა და სკოლაში მოაყენა ნიღბიანი ბიჭები. მერე თითქოს ჩაწყნარდა ყველაფერი, მაგრამ სულ ემუქრებოდა, ოღონდ დიდი ბიჭებით, მაგრამ როგორც ვხვდები ბიძამ ყველაფერი იცოდა.
გიოს ვერ იტანდა. დაინახავენ ვიღაცას, თუ არ მოეწონათ შეიძლება დანა გაუყარონ. ჩემს შვილთან რა უნდოდა არ ვიცი. იმიტომ, რომ ეს ბავშვი გადავიდა ამ სკოლიდან. მერე, თურმე დაუწერია სტატუსი უნდა მოვკლაო. როცა გაიგო, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია მოგვივიდა, უცებ აიღო სტატუსი", - განაცხადა დაჭრილის დედამ.