"ეთერი ხალხს" - საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოქალაქეები აქციას მართავენ
საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოქალაქეები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებს, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან პროტესტის ნიშნად მივიდნენ, გზა აქვთ გადაკეტილი.
მათი მოთხოვნაა, ტელევიზიის მენეჯმენტთან შეხვედრა.
პროტესტის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერი წარწერით: „ეთერი ხალხს - შენობა ქალაქს!“, „გააშუქე რეგიონი“.
პროტესტის მონაწილეები ადგილზე რჩებიან იქამდე, ვიდრე მათთან არხის მენეჯმენტი შეხვედრას არ გამართავს.
"ინტერპრესნიუსი"