ხატია ბუნიათიშვილმა ფრანგულ გადაცემაში ქართველი კომპოზიტორის შედევრი შეასრულა - ვიდეო - კვირის პალიტრა

ხატია ბუნიათიშვილმა ფრანგულ გადაცემაში ქართველი კომპოზიტორის შედევრი შეასრულა - ვიდეო

საფ­რან­გეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ­მა პი­ა­ნის­ტმა და ვირ­ტუ­ოზ­მა ვარ­სკვლავ­მა ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვილ­მა ფრან­გულ გა­და­ცე­მა­ში კა­ხი­ძის “შო­ბის გა­ლო­ბა“, იგი­ვე “ალი­ლო“შე­ას­რუ­ლა.

ვი­დე­ოს ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს და ფრენკ სი­ნატ­რას ცნო­ბი­ლი სა­შო­ბაო ჰი­ტით ულო­ცავს მსმე­ნელს შობა- ახალ წელს.

“Have yourself a merry little Christmas“ - წერს ქარ­თვე­ლი პი­ა­ნის­ტი, რო­მელ­მაც “ალი­ლოს“ შემ­დეგ, სტუ­დი­ა­ში ფრენკ სი­ნატ­რას უკ­ვდა­ვი ჰი­ტიც შე­ას­რუ­ლა.

ცოტა ხნის წინ ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვილ­მა პა­რიზ­ში, ხუთი წლის წინ გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შემ­დეგ რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლი ნოტრ-დამი გახ­სნა. ის სა­პა­ტიო სტუმ­რებს შო­რის იყო მიწ­ვე­უ­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი “პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტაძ­რის“ სა­ზე­ი­მო გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე შეკ­რე­ბულ სტუმ­რებს ულა­მა­ზე­სი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი შეს­თა­ვა­ზა.

“პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძა­რი... კი­ბის და­უს­რუ­ლე­ბელ სა­ფე­ხუ­რებს პა­რი­ზის ცამ­დე მივ­ყა­ვართ. პა­რი­ზის ცის ქვეშ, მა­რა­დი­უ­ლი ქა­ლა­ქის ხედი, სტუ­დენ­ტებს, ხე­ლო­ვა­ნებს, ახალ­გაზ­რდა წყვი­ლებს და მე­ოც­ნე­ბე თვა­ლებს აერ­თი­ა­ნებს.

პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძა­რი - ეს არის ეს­მე­რალ­დას თა­ვი­სუფ­ლე­ბა, კვა­ზი­მო­დოს სიწ­მინ­დე და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­ზეც ვიქ­ტორ ჰი­უ­გო ოც­ნე­ბობ­და. ნოტრ-დამი, რო­მელ­მაც შეგ­ვა­ში­ნა და დაგ­ვა­ნა­ხა, რომ “მა­რა­დი­უ­ლიც“ შე­იძ­ლე­ბა გა­ნად­გურ­დეს, თუმ­ცა ის ისევ აქ დგას - მო­ხუ­ცი, თა­ვი­სუ­ფა­ლი, ლა­მა­ზი, უკ­ვდა­ვი,“ - წერ­და პი­ა­ნის­ტი.