"ვისაც შესაძლებლობა გექნებათ, გთხოვთ, შემოგვიერთდით..." - რას წერს ვანო მაჭავარიანი - კვირის პალიტრა

"ვისაც შესაძლებლობა გექნებათ, გთხოვთ, შემოგვიერთდით..." - რას წერს ვანო მაჭავარიანი

უშიშროების საბჭოს ყოფილ მოადგილეს, ვანო მაჭავარიანს ქალიშვილი რამდენიმე დღის წინ გარდაეცვალა: "დიდი უბედურება დაგატყდა თავს. აღარ გვყავს ჩვენი მარიამი, ჩვენი ყველაფერი, ჩემი ანგელოზი, 24 წლის ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან. უფალო, მოგვეცი ძალა დავძლიეოთ ეს უდიდესი განსაცდელი".

ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს:

"რამდენიმე დღეში შესრულდება ცხრა დღე, რაც მარიამმა ამ ქვეყნიურობა დატოვა. 27 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მდებარე ქაშუეთის ეკლესიაში, დღის 1-ლ საათზე, მამა მიქაელი აღასრულებს ჩვენი უსაყვარლესი ქალიშვილის, მარიამის სულის მოსახსენიებელ წირვას.

ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გექნებათ, გთხოვთ, შემოგვიერთდით მისი უკვდავი სულისთვის ჩვენს ლოცვებში.

მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ყველა თქვენთაგანს, ვინც ჩვენ გვერდით იყავით და გაიზიარეთ მარიამის ტრაგიკული გარდაცვალების გამო გამოწვეული ჩვენი უდიდესი მწუხარება და ტკივილი," - წერს ვანო მაჭავარიანი.