"არ მინდა ჩემი ქვეყანა დაბნელდეს, სამოქალაქო ომამდე მივიდეს, გაუთავებლად გვატყუებდნენ" - რას ამბობს ნინო სუხიშვილი “ხორუმსა“ და მიმდინარე მოვლენებზე - კვირის პალიტრა

"არ მინდა ჩემი ქვეყანა დაბნელდეს, სამოქალაქო ომამდე მივიდეს, გაუთავებლად გვატყუებდნენ" - რას ამბობს ნინო სუხიშვილი “ხორუმსა“ და მიმდინარე მოვლენებზე

ნაციონალური ბალეტის - "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" დი­რექ­ტორ­მა, ნინო სუ­ხიშ­ვილ­მა "ტვ-პირ­ველ­თან" საუბრისას სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე დაძაბული სიტუაცია შე­ა­ფა­სა და წუ­ხი­ლი გა­მო­თქვა აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი, ნა­ცე­მი ახალ­გაზ­რდე­ბის გამო. "გახ­ლე­ჩი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის" გამო ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მთავრობას აკისრებს:

"მინ­და სო­ლი­და­რო­ბა გა­მოვ­ხა­ტო ყვე­ლა პა­ტიმ­რის, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის, ნა­ცე­მის, და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ, რო­მე­ლიც ასე უმო­წყა­ლოდ გა­ი­მე­ტა ჩვენ­მა ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ. იმ ახალ­გაზ­რდებს, ვინც ქუ­ჩებ­ში დგა­ნან უკვე თით­ქმის ერთი თვეა, შიში არ აქვთ. მათ ვე­რა­ვინ შე­ა­ში­ნებს. ეს რის­კი­ა­ნი თა­ო­ბაა, რო­მე­ლიც თა­ვი­სუ­ფალ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბა­და, რო­მე­ლიც იბ­რძვის თა­ვი­სი ქვეყ­ნის­თვის, მო­მავ­ლის­თვის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის.თა­ვი­სუფ­ლე­ბა ხომ მხო­ლოდ სი­ტყვა არაა, მას მო­პო­ვე­ბა უნდა, ბრძო­ლაა სა­ჭი­რო და ეს ის თა­ო­ბაა, რო­მე­ლიც არ გა­ჩერ­დე­ბა, არა­ვის და­ე­მო­ნე­ბა. მათ არ უნ­დათ რუ­სე­თის გუ­ბერ­ნი­ად გა­და­აქ­ცი­ონ სა­ქარ­თვე­ლო, მათ უნ­დათ მო­მა­ვა­ლი" - ამბობს ნინო სუხიშვილი.