"ანდრო ჭიჭინაძე კულტურული ადამიანია, მივიდა აქციაზე და ახლა ვსხედვართ და..." - რას ფიქრობს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე თემურ ჭყონია?!
„ჩვენი მთავარი უბედურება ის არის, რომ მოსამართლეც კონტროლის ქვეშ არის“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განაცხადა.
მანვე ისაუბრა ქვეყანაში არსებული კრიზისის განმუხტვის გზებზე და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აუცილებელი დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა.
„პირველი მოთხოვნა [პოლიტპატიმრების გათავისუფლება] ძალიან მარტივი შესასრულებელია მთავრობისთვის, რადგან იცით, რომ ჩვენი სასამართლო და პროკურატურა მართვადია. ეს ჭორი არ არის და სიმართლეა. ამიტომ, შეუძლიათ გამოუშვან. ოღონდ უნდა გამოუშვან ყველა.
იგივე ანდრო ჭიჭინაძე, რა სიტუაციამ მიიყვანა იქ, აი ეს არის მთავარი. არაჩვეულებრივი მსახიობია, კულტურული ადამიანია, არაჩვეულებრივი იდენტობა აქვს, მივიდა აქციაზე და ახლა ვსხედვართ და იმაზე ვსაუბრობთ, როგორ უნდა გამოვიდეს იქიდან. რამ შექმნა ეს სიტუაცია?! და, მერე ამხელა სასჯელი?!