"გზის რეაბილიტაციის დროს მანქანა შევარდა და მომუშავე პერსონალს დაეჯახა" - რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში?
სოციალურ ქსელში თბილისში მომხდარი ავარიის ვიდეო ვრცელდება. ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქ გვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს:
"კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა, გზის რეაბილიტაციის დროს მანქანა შევარდა და მომუშავე პერსონალს დაეჯახა, დაშავებულთა მდგომარეობა უცნობია" - ვკითხულობთ პოსტსში.