მთავარი ვერსია - აზერბაიჯანულმა სამგზავრო თვითმფრინავმა რუსული საზენიტო რაკეტით დაზიანების შემდეგ განიცადა კატასტროფა...
აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL-ის კუთვნილი სამგზავრო ლაინერი Embraer 190-ი, რომელიც 25 დეკემბრის დილას ასრულებდა რეისს ბაქო-გროზნოს მარშრუტზე, ჩრდილოეთ კავკასიის საჰაერო სივრცეში დიდი ალბათობით დაზიანებული იქნა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ გაშვებული საზენიტო რაკეტის ნამსხვრევებით, რის შემდეგაც სამგზავრო თვითმფრინავის პილოტებმა შესძლეს ყაზახეთის აქტაუმდე მიღწევა, მაგრამ მართვადაკარგული ლაინერის დაშვებისას მოხდა კატასტროფა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან მხოლოდ 32 გადარჩა...
თუ რატომ შეიძლება ესროლეს რუსმა მეზენიტეებმა აზერბაიჯანულ სამგზავრო თვითმფრინავს, შევეცდები, ორიოდე საათში ამავე ბლოგში უფრო ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდო ჩემს მკითხველს...