"შობას ყველას გილოცავთ, მათ შორის ჩინეთის შესანიშნავ ჯარისკაცებს, რომლებიც სიყვარულით, მაგრამ არალეგალურად პანამის არხს მართავენ" - კვირის პალიტრა

"შობას ყველას გილოცავთ, მათ შორის ჩინეთის შესანიშნავ ჯარისკაცებს, რომლებიც სიყვარულით, მაგრამ არალეგალურად პანამის არხს მართავენ"

შობას ყველას გილოცავთ, მათ შორის ჩინეთის შესანიშნავ ჯარისკაცებს, რომლებიც სიყვარულით, მაგრამ არალეგალურად პანამის არხს მართავენ, - ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა.

„შობას ყველას გილოცავთ, მათ შორის ჩინეთის შესანიშნავ ჯარისკაცებს, რომლებიც სიყვარულით, მაგრამ არალეგალურად პანამის არხს მართავენ (სადაც 110 წლის წინ მისი მშენებლობისას 38 000 ადამიანი დავკარგეთ)“, - წერს დონალდ ტრამპი.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შობა კანადის პრემიერ-მინისტრ, ჯასტინ ტრუდოსაც მიულოცა და მას „კანადის გუბერნატორი“ უწოდა.

„ასევე, კანადის გუბერნატორს, ჯასტინ ტრუდოს, რომლის მოქალაქეებიც მაღალ გადასახადებს იხდიან, მაგრამ თუ კანადა ჩვენი 51-ე შტატი გახდება, მაშინ მათი გადასახადები 60%-ზე მეტით შემცირდება“, - აღნიშნა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპი შობას გრენლანდიის მოსახლეობასაც ულოცავს.

„ასევე, გრენლანდიის მოსახლეობას, რომელიც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება და ხალხს რომელთაც სურთ, რომ აშშ იქ იყოს და ჩვენ იქ ვიქნებით“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.

IPN