რას ამბობს ზურაბ გურიელიძე ბოკვერზე, რომელიც სკანდალად ქცეულ ვიდეოში ჩანდა და ზოოპარკს გადაეცა - კვირის პალიტრა

რას ამბობს ზურაბ გურიელიძე ბოკვერზე, რომელიც სკანდალად ქცეულ ვიდეოში ჩანდა და ზოოპარკს გადაეცა

"ბოკვერი გადმოგვცეს ჩვენ და იმყოფება ჩემთან, ამჟამად ჩემს კაბინეტშია და რაღაცებს გვესაუბრება. მომავალში ალბათ მეწყვილე დასჭირდება, მარტო ლომი არ შეიძლება, ჯერ პატარაა, დროებით მისი სოციუმი ჩვენ ვიქნებით," - ამის შესახებ ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ "პალიტრავიდეოს" განუცხადა.

ცნო­ბის­თვის, ლაშა ბე­ქა­ურ­მა, გუ­შინ სა­კუ­თარ Instagram-გვერ­დზე ვი­დეო დადო, სა­დაც ჩანს, რო­გორ ეთა­მა­შე­ბა თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში მი­მა­ვალ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ლო­მის ბოკ­ვერს. ვი­დე­ოს შემ­დეგ უამ­რა­ვი უარ­ყო­ფით კო­მენ­ტა­რი და­ი­წე­რა. ბე­ქა­ურს შე­ახ­სე­ნეს, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ბოკ­ვე­რის ყოლა კა­ნო­ნით ის­ჯე­ბა.

დღეს კი, ლაშა ბექაურმა ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა, რომ ბოკვერი ზოოპარკს გადაეცა.

ვიდეო იხილეთ ბმულზე