"სალომე ძლიერი ქალია" - რას ჰყვება პრეზიდენტის რძალი მულზე? - კვირის პალიტრა

"სალომე ძლიერი ქალია" - რას ჰყვება პრეზიდენტის რძალი მულზე?

საფ­რან­გეთ­ში ქარ­თველ­თა ის­ტო­რი­უ­ლი სათ­ვის­ტო­მოს ხელ­მძღვა­ნე­ლი ოთარ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და მე­უღ­ლე - და­რე­ჯან ბე­რე­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს შე­უ­ერ­თდნენ. ოთარ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მე­უღ­ლეს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნაკ­ლე­ბად იც­ნობს, და­რე­ჯან ბე­რე­კაშ­ვი­ლის მა­მამ გა­ი­ოზ ბე­რე­კაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო 1921 წელს 3 წლის ასაკ­ში, მშობ­ლებ­თან ერ­თად და­ტო­ვა.

დე­და­მი­სი ნინო მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი საფ­რან­გეთ­ში და­ი­ბა­და. და­რე­ჯა­ნი კი - ბელ­გი­ა­ში, 1952 წელს. და­რე­ჯან ბე­რე­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად 2001 წელს ჩა­მო­ვი­და. მსოფ­ლი­ო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­ქან­და­კე - და­რე­ჯან ბე­რე­კაშ­ვი­ლი გა­ნათ­ლე­ბით იუ­რის­ტია. 1960 წლი­დან საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს... 2023 წელს თბი­ლის­ში, "ბაია გა­ლე­რე­ა­ში" გა­მო­ფე­ნა ჰქონ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ მისი ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა ლუვრში ბევ­რჯერ იყო, მსოფ­ლი­ოს სხვა ქვეყ­ნებ­ში გა­მო­ი­ფი­ნა, ამ­ბობს რომ სამ­შობ­ლო­ში გა­მო­ფე­ნა ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი და ემო­ცი­უ­რი იყო მის­თვის და ძა­ლი­ან გა­ნიც­დის რაც დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა...

და­რე­ჯან ბე­რე­კაშ­ვი­ლი თა­ვად გვე­სა­უბ­რა...

- მე ვი­ტყო­დი, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ემო­ცი­უ­რი რაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში იყო, ეს თბი­ლის­ში გა­მარ­თუ­ლი გა­მო­ფე­ნაა. ხში­რად მაქვს გა­მო­ფე­ნა საფ­რან­გეთ­შიც, უცხო­ეთ­შიც, მაგ­რამ თბი­ლის­ში სულ სხვა­ნა­ი­რად და­მა­მახ­სოვ­რდა. ეს იყო ერთი წლის წინ და ძა­ლი­ან კარ­გად ჩა­ი­ა­რა, უბედ­ნი­ე­რე­სი ვი­ყა­ვი. ფეს­ვებ­თან დაბ­რუ­ნე­ბა რა­საც ჰქვია, ეს იყო ნამ­დვი­ლად! ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის შთა­მო­მა­ვალ, გე­ნი­ა­ლურ მხატ­ვარ­თან - ჰენ­რი მა­ჭა­ვა­რი­ან­თან ერ­თად მქონ­და გა­მო­ფე­ნა.

- რამ­დენ­ჯერ გქონ­დათ ლუვრში გა­მო­ფე­ნა?

- ბევ­რჯერ, და­ახ­ლო­ე­ბით ათ­ჯერ. ამ ბოლო დროს აღარ მივ­დი­ვარ, რად­გან სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა, ნაკ­ლე­ბი ხა­რის­ხია... ადრე, ერთ-ერთ გა­მო­ფე­ნა­ზე ქარ­თველ მო­ქან­და­კეს - ლე­ვან ბუ­ჯი­აშ­ვილს შევ­ხვდი. ქარ­თუ­ლი სა­უ­ბა­რი მო­მეს­მა, გა­მიკ­ვირ­და და გა­ვე­ცა­ნი. შემ­დეგ მე­გობ­რე­ბი გავ­ხდით და ერ­თობ­ლი­ვად მო­ვა­წყვეთ გა­მო­ფე­ნა ლუვრში. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო ორი ქარ­თვე­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბი ერ­თად.

- ამ­ბობთ, რომ ძა­ლი­ან გა­ღელ­ვებთ, რაც დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა...

- დიახ, რო­გორც ვხე­დავ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პა­ტივს არ სცე­მენ ჩვენს ის­ტო­რი­ას, ჩვენს, გმი­რებს, წი­ნაპ­რებს... ძა­ლი­ან მი­უ­ღე­ბე­ლია, რაც დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა. სულ ვფიქ­რობ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი, ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბი რამ­დე­ნი ტან­ჯვა გა­და­ი­ტა­ნეს, აქ რომ წა­მო­ვიდ­ნენ ბრძო­ლას მე­რეც აგ­რძე­ლებ­დნენ. ყო­ველ­თვის იყო სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ე­ბი, მაგ­რამ მათი სა­ერ­თო გზა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ იყო. მე 2001 წლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ ჩა­მო­ვე­დი, რო­გორც მა­მა­ჩემს, მეც არ მინ­დო­და რუ­სე­თის­თვის მე­თხო­ვა ნე­ბარ­თვა, შე­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი თუ არა ჩემს ქვე­ყა­ნა­ში. პირ­ვე­ლად 2001 წელს ჩა­მო­ვე­დი, მა­ნამ­დე სამ­შობ­ლო არ მე­ნა­ხა.

- რო­გო­რი წარ­მო­გედ­გი­ნათ სა­ქარ­თვე­ლო, რაც იცო­დით სამ­შობ­ლოს შე­სა­ხებ?

- იდე­ა­ლუ­რი წარ­მო­მედ­გი­ნა... ცოტა არ იყოს მე­ში­ნო­და, ვა­ი­თუ არ იყოს რე­ა­ლო­ბა ისე, რო­გო­რიც წარ­მო­მიდ­გე­ნია-თქო. თუმ­ცა, პი­რი­ქით და ჩა­მო­ვე­დი თუ არა, სა­ქარ­თვე­ლო იმ წა­მი­დან იმ­დე­ნად შე­მიყ­ვარ­და, ყვე­ლა­ფე­რი ძვირ­ფა­სი გახ­და ჩემ­თვის. ზეს­ტა­ფონ­ში ვი­ყა­ვი, სა­დაც უახ­ლო­ეს ნა­თე­სა­ვებს შევ­ხვდი. ჩვე­ნი დიდი ბა­ბუ­ე­ბი ძმე­ბი იყ­ვნენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ფე­რი ისე­თი იყო, რო­გო­რიც ბა­ბუ­ამ შე­მაყ­ვა­რა და კი­დევ უკე­თე­სიც.

- ახ­სე­ნეთ, რომ წი­ნაპ­რებ­მა ბევ­რი იბ­რძო­ლეს, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის-სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნაპ­რებ­მა... რას იტყო­დით სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ?

- რაც შე­მიძ­ლია ვთქვა, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ქა­ლია. მთე­ლი მისი მი­სია, მისი სა­მუ­შაო, ის არის, სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პის ნა­წი­ლი იყოს. არ ვიცი, რო­გორ იტანს ამ­დენ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­ზე ბო­ლომ­დე მი­დის. მე ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან კარ­გია სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ამ­ჟა­მად რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტია. მან მო­ხერ­ხდა და ახ­ლაც აქვს კავ­ში­რე­ბი ევ­რო­პე­ლებ­თან, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას სა­ერ­თოდ აღარ აქვს. სა­ქარ­თვე­ლოს შან­სი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი ევ­რო­პა­შია. ან ევ­რო­პა, ან რუ­სე­თი და დას­კვნა თა­ვად გა­მო­ვი­ტა­ნოთ...

წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად