"უკვე ძალიან მომბეზრდა ამ მარლეზონის ბალეტის ყურება სალომეს და “კამერული კვარტეტის” შესრულებით" - რამ აღაშფოთა მამუკა გამყრელიძე?!
"უკვე ძალიან მომბეზრდა ამ მარლეზონის ბალეტის ყურება სალომეს და “კამერული კვარტეტის” შესრულებით. აბსურდულ წინააღმდეგობაში შევიდნენ", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში მამუკა გაყრელიძე წერს.
"1. თავისთავად ფორმულირება “ოთხი ბარიერგადალახული პარტია” არის არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარება. ან არ ცნობ არჩევნებს და მის შედეგებს ან თუ გამოარჩევ ვიღაცას “ბარიერგადალახულად” ე.ი. ცნობ ამ არჩევნებს;
2. თუ არ ცნობ არჩევნების შედეგებს მაშ რატომ ნიშნავ ამ ფალსიფიცირებული არჩევნების შედეგად შემდგარ ცესკოში წარმომადგენლებს ?
3. ოპოზიციაში გაისმა ხმები, რომ პრეზიდენტმა პარლამენტი უნდა დაითხოვოს. რა უნდა დაითხოვოს ? პარლამენტი, რომელსაც ისედაც არ ცნობ? და თუ დათხოვნას აპირებ, გამოდის მის ლეგიტიმურობასაც აღიარებ ? ან რა კანონის საფუძველზე აპირებ არარსებული პარლამენტის დათხოვნას? ვერ ხედავთ, რომ აბსურდში შეხვედით და ამ აბსურდულ ბალეტს ბიძინაც კმაყოფილი უცქერს ?
ჯერ არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში, რომ ხელისუფლება საყოველთაო ეროვნული პოლიტიკური გაერთიანების გარეშე შეცვლილიყოს !!!" - წერს გამყრელიძე.