"დავიტოვებ უფლებას, ეჭვის თვალით ვუყურებდე მის გააქტიურებას" - რას წერს ნანკა კალატოზიშვილი ნიკა გილაურის ფონდზე?
მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ნიკა გილაურის ფონდის შესახებ წერს:
"გილაურის ფონდის შექმნას, ესე იდეაში კარგი მიზეზი აქვს, მაგრამ დავიტოვებ უფლებას, ეჭვის თვალით ვუყურებდე მის გააქტიურებას" - წერს ნანკა კალატოზიშვილი.
ერთ-ერთ კომენტარში ის წერს: "ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი გააჩნდეს. უბრალოდ, ამ ფონდის მერე, მისი პოლიტიკაში გამოჩენა ,სხვა რამის მანიშნებელი იქნება ჩემთვის. მეც ხომ მაქვს უფლება პირადი აზრების და ეჭვების".
შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დააფუძნა ფონდი, რომელიც მისი თქით, ის დაეხმარება აქციაზე დაზარალებულებსა და მათი ოჯახის წევრებს. ასევე, გილაურის განცხადებით, ფონდის მიზანია ჯარიმების გადახდა მათთვის, ვინც სასამართლომ ადმინისტრაციული სამართლით დააჯარიმა. ფონდის მიზანია ასევე პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული საჯარო მოხელეების ფინანსური მხარდაჭერა...