მოსკოვში აეროპორტები დაიხურა - რა ინფორმაციას რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო? - კვირის პალიტრა

მოსკოვში აეროპორტები დაიხურა - რა ინფორმაციას რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო?

მოსკოვში და მის მახლობლად 5 აეროპორტი დაიხურა. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო (როსავიაცია) ავრცელებს.

განცხადების თანახმად, “ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” მოსკოვსა და მახლობლად მდებარე 5 აეროპორტში დროებით არ ხდება რეისების გაფრენა და მიღება.

შეზღუდვები შეეხო: შერემეტიევოს აეროპორტს, დომოდედოვოს აეროპორტს, ვნუკოვოს აეროპორტს, ჟუკოვსკის აეროპორტსა და კალუგას აეროპორტს.

“სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დროებითი შეზღუდვებია შემოღებული შერემეტიევოს, დომოდედოვოს, ვნუკოვოს, ჟუკოვსკისა და კალუგას აეროპორტების მუშაობაში”, - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"