ხანძრის შედეგად ვარკეთილში ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა - კვირის პალიტრა

ხანძრის შედეგად ვარკეთილში ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

ვარკეთილში, ხანძრის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე გაჩნდა.

მათივე ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

ხანძრის გაჩენის მიზეზები და სხვა დეტალები ამ დროისთვის, უცნობია.