ქვეყანა დატოვა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა - რას წერს ირაკლი შაიშმელაშვილი?
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა, სამსახურის შემდეგ, ახლა უკვე ქვეყანა დატოვა.
"ამ ეტაპზე მინდა შემოვიფარგლო მხოლოდ მადლობით. Giorgi Chikvaidze, სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili, US Embassy Tbilisi, Georgia განსაკუთრებული მადლობა იმ უცხო ადამიანებს, რომლებმაც წარმოუდგენელი მხარდაჭერა და სიყვარული გამოხატეს. იმედი მაქვს, რომ მომეცემა შესაძლებლობა ეს პატივისცემა ღირსეულად გადავიხადო.
P.S. მალე დაგიბრუნდებით" - წერს შაიშმელაშვილი.