ანსამბლი "ბასიანი" განცხადებას ავრცელებს - "ნებისმიერი ზეწოლა და პოლიტიკური პროცესებით მანიპულირების მცდელობა ხელოვნებაში კატეგორიულად მიუღებელია"
"ანსამბლ "ბასიანისთვის" ქართველი მსმენელის წინაშე გამოსვლა ყოველთვის დიდ სიხარულთან არის დაკავშირებული", - ამის შესახებ ანსამბლ "ბასიანის" განცხადებაშია აღნიშნული.
"ნებისმიერი ზეწოლა და პოლიტიკური პროცესებით მანიპულირების მცდელობა კი, ხელოვნებაში, კატეგორიულად მიუღებელია. ქართული სიმღერა გამაერთიანებელია, ამაშია მისი ძალა ერთად აღვნიშნოთ შობა-ახალი წლის შემობრძანება!", - აღნიშნულია განცხადებაში.