"ეს აფერისტი... მთელი 10 დღე მეჩხუბებოდა, რომ საშინელი იდეაა" - რას ედავება ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს და რა ისტორიას იხსენებს? - კვირის პალიტრა

"ეს აფერისტი... მთელი 10 დღე მეჩხუბებოდა, რომ საშინელი იდეაა" - რას ედავება ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს და რა ისტორიას იხსენებს?

28 დეკემბერს იმართება ერთიანობის ცოცხალი ჯაჭვი საქართველოში, რომელზეც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ძალიან მაგარი იდეაა „ცოცხალი ჯაჭვი“. პარალელს ავლებენ ბალტიის ქვეყნების მაგალითთან, თუმცა რატომღაც დაივიწყეს 2008 წელს, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ჩემი ინიციატივით გაკეთებული საერთო-სახალხო ცოცხალი ჯაჭვი, რომელიც, საბედნიეროდ, მთელმა ერმა აიტაცა" - აღნიშნავს სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პოსტს ეხმაურება თამარ ჩერგოლეიშვილი:

"ეს აფერისტი. ჯაჭვის იდეა მას თავს მოვახვიე მე. აგვისტოს ბოლოსკენ დამირეკა ჩვეულებრივი აქციის ორგანიზებას მთხოვდა.მე გადავუტანე 1 სექტემბერს - ნატოში რუსეთ - საქართველოს ომის საკითხი იხილებოდა და ვუთხარი, რომ განსხვავებული ფორმა ჯობია, რადგან არც ომია რიგითი მოვლენა. ეს იდეა არსებობდა თბილისის ფორუმზე. მე ძალიან მომწონდა. უშუალოდ იმ კონტექსტში გაუჩნდა ნუცა კუხიანიძეს (გუკა რჩეულიშვილი და ნუცა პროტესტის ფროდაქშენს აკეთებდნენ ჩვენთან ერთად)ვინც მიყვარს, ყველას ვფიცავარ, რომ მთელი 10 დღე მეჩხუბებოდა, რომ ეს საშინელი იდეაა და ქართველებს ეს არ გამოუვათ.იმდენად დამსტრესა, რომ ერთ კვირა დღეს დილის 6 საათზე წამოვხტი, კოშმარებით, რომ ჩაიშალა და მივუვარდი მძინარე გიგი უგულავას, რომელსაც მშრალი შიმშილობით დავემუქრე, თუ პატრიარქთან არ წავიდოდა, არ აუხსნიდა ჯაჭვის არსს ისე, რომ მას მოსწონებოდა და სთხოვდა საკვირაო წირვაში "ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს" ეხსენებინა (რომელსაც მე დავეტაკებოდი, ამოვჭრიდი, გავაკეთებდი კლიპს და იტრიალებდა ყველგან) - თქვა პატრიარქმა.1 სექტემბრის ღამესაც მეჩხუბებოდა. მეუბნებოდა, რომ ხალხი არ მოვა და არც თვითონ მოვა, მაგრამ საკრებულოს აივანზე მიკროფონი მაინც დავუდგი.გამოვიდა მილიონზე მეტი ადამიანი.მიშა მოვიდა და ექსტაზში ღრიალებდა საკრებულოს აივნიდან. ესაა სიმართლე"- ასე პასუხობს თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს.