სალომე კორკოტაშვილი მეორე შვილის დედა გახდა - მომღერალი ახალშობილტან ერთად გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს - კვირის პალიტრა

სალომე კორკოტაშვილი მეორე შვილის დედა გახდა - მომღერალი ახალშობილტან ერთად გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს

მომღერალი სალომე კორკოტაშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში სალიოს სახელით გამოდის სცენაზე, მეორე შვილის დედა გახდა. ვაჟის შემდეგ მას ქალიშვილი შეეძინა.

"ჩემი მშვენიერი საშობაო საჩუქარი..." - წერს სალომე სოციალურ ქსელში და აქვეყნებს კლინიკიდან.

სალომე ბევრისთვის ცნობილი "კორკოტას", იმავე გია კორკოტაშვილის ქალიშვილია.

პირველად 16 წლის ასაკში დაქორწინდა. მისი მეუღლე 19 წლის ტოტო კალანდაძე გახლდათ. წყვილს საერთო ვაჟი შეეძინა, თუმცა ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ.