"ქართველი ადამიანი არ უნდა გააბრაზო... მეგონა, რომ მარტო მშვიდი და ლაღი სიმღერის სიმღერა შემეძლო" - რას ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე
ქართველი ადამიანი არ უნდა გააბრაზო და შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო. ჩვენ ახლა ვართ შეურაცხყოფილები და გაბრაზებულები. მგონია, რომ ქართველი ხალხი თავის სიტყვას ამბობს, - ამის შესახებ მომღერალმა, თამრიკო ჭოხონელიძემ აქციაზე განაცხადა.
"ხელისუფალი იმიტომ გქვია, რომ ხალხს უნდა ემსახურებოდე. ისინი ქართველ ხალხს არ იცნობდნენ. ჩემთვის ეს ადამიანები ძალიან დაჩაგრულები არიან თუნდაც იმიტომ, რომ ეს ყველაფერი, რაც აქ ხდება არ იცოდნენ, რომ ეს ელოდათ. ქართველი ადამიანი არ უნდა გააბრაზო და შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო. ჩვენ ახლა ვართ შეურაცხყოფილები და გაბრაზებულები. მგონია, რომ ქართველი ხალხი თავის სიტყვას ამბობს. კიდევ 30 დღე რომ დასჭირდეს, არ დავიღლებით, რადგან უკან დასახევი გზა არ გვაქვს. ერთ მხარეს არის დაღუპვა, მეორე მხარეს არის გადარჩენა, რა თქმა უნდა, წავალთ იქ სადაც გადარჩენაა. ეს ხელისუფლება აღმოჩნდა მარიონეტი, ყველაზე დიდი მტრის, ეს არის რუსეთი, ამაზე მწყდება გული. ქართული გვარის მატარებლები არიან და რა ჩაიდინეს? როგორ არ რცხვენიათ?! გააგრძელეთ კითხვა