"ტყუ­ი­ლად ჩა­ლი­ჩობ ლო­ბის­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით რა­ღაც მო­ლა­პა­რა­კე­ბის გახ­სნას..." - რას ამბობს გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ დაწესებულ სანქციებზე - კვირის პალიტრა

"ტყუ­ი­ლად ჩა­ლი­ჩობ ლო­ბის­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით რა­ღაც მო­ლა­პა­რა­კე­ბის გახ­სნას..." - რას ამბობს გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ დაწესებულ სანქციებზე

ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი ამე­რი­კის მიერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის სა­კითხს ეხ­მა­უ­რე­ბა და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ვინც დღეს ამ­ტკი­ცებს, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბა­ი­დე­ნის “კუ­დის მოქ­ნე­ვა” იყო, ან არა­ფე­რი გა­ე­გე­ბა გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში აშშ-ს პო­ლი­ტი­კუ­რი მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კის, ან უბ­რა­ლოდ “კონა აბა­ზი” პრო­პა­გან­დის­ტია, რო­მე­ლიც შეგ­ნე­ბუ­ლად ატყუ­ებს ჯერ კი­დევ შე­მორ­ჩე­ნილ ბაბლს.

შემ­თხვე­ვი­თი არც ის იყო, რომ სან­ქცი­ე­ბის და­ა­ნონ­სე­ბას ახ­დენ­დნენ ძი­რი­თა­დად რეს­პუბ­ლი­კე­ლი სე­ნა­ტო­რე­ბი და კონ­გრეს­მე­ნე­ბი. სწო­რი კი­თხვაა - რა­ტომ ახლა და რა­ტომ ბა­ი­დე­ნის ხე­ლით?საქ­მე იმა­ში გახ­ლავთ, რომ ამ ფორ­მით ტრამპმა შე­იქ­მნა მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტუ­ლი სას­ტარ­ტო პო­ზი­ცია შემ­დგო­მი მოქ­მე­დე­ბე­ბის­თვის.

მას ახლა შე­უძ­ლია ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შეც­ვლა, რო­გორც შემ­სუ­ბუ­ქე­ბის, ასე­ვე დამ­ძი­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. თან ისე რომ სწრა­ფად იმოქ­მე­დოს, რად­გან ყვე­ლას ეს­მის, რომ აქ და­ყოვ­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. გზავ­ნი­ლი (ულ­ტი­მა­ტუ­მი) არის ასე­თი:

"ტყუ­ი­ლად ჩა­ლი­ჩობ ლო­ბის­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით რა­ღაც მო­ლა­პა­რა­კე­ბის გახ­სნას. არა­ვინ შენ­თან ლა­პა­რაკს არ აპი­რებს. ან მო­იქ­ცე­ვი ისე, რო­გორც გე­უბ­ნე­ბი­ან და რაც ჭირ­დე­ბა შენი ქვეყ­ნის ნორ­მა­ლურ, დე­მოკ­რა­ტი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას, ან მი­ი­ღებ სან­ქცი­ე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას ტრანს-სა­სა­ზღვრო მი­მარ­თუ­ლე­ბით”. სულ ეს არის და ეს…" - წერს გია ხუ­ხაშ­ვი­ლი..