"მამას რომ ჩავეხუტე, მისი გულის ცემა და ჩემი გულის ცემა ერთდროულად მესმოდა" - რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი - კვირის პალიტრა

"მამას რომ ჩავეხუტე, მისი გულის ცემა და ჩემი გულის ცემა ერთდროულად მესმოდა" - რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი

ცისნამი საყვარლიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"პირველად წამოვედი გერმანიიდან, სულ თურქეთით მოვდივარ ხოლმე.მთელი გზა ვნერვიულობდი და გული ხელით მეჭირა. თბილისისკენ მომავალ თვითმფრინავში ცუდათ გავხდი. სტუარდესას ვუთხარი პირველად ვხვდები ჩემს ბიოლოგიურ მამას და დებს მეთქი.

471522815-8218239401609459-9204165951601323762-n-1735378118.jpg

პულსი გამისინჯა და მომიალერსა. ყველაფერი მაგრად იქნებაო.მართლაც მასე იყო. დავინახე თუ არა ჩემი დები დაძაბულობა ეგრევე მომეხსნა. ძალიან საყვარლები არიან.

მამას რომ ჩავეხუტე, მისი გულის ცემა და ჩემი გულის ცემა ერთდროულად მესმოდა.

ძალიან ლამაზი შეხვედრა იყო. იცით როგორი რამ ვიგრძენი? გულ-მუცელში სითბო და ცხელი სითხე ჩამეღვარა.სისხლს თავისი ძალა აქვს!