უმძიმესი ვიდეოკადრები - სამხრეთ კორეაში ავიაკომპანია Jeju Air-ის სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა 96 ადამიანი დაიღუპა - კვირის პალიტრა

უმძიმესი ვიდეოკადრები - სამხრეთ კორეაში ავიაკომპანია Jeju Air-ის სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა 96 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ კორეაში ავიაკომპანია Jeju Air-ის სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 96 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, Boeing 737-800-ი, რომელსაც მგზავრები ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკიდან გადაჰყავდა, მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას კედელს შეეჯახა. (ვიდეო)

ერთ-ერთი არაოფიციალური ვერსიით, კატასტროფა თვითმფრინავის შასში ჩიტის მოხვედრამ გამოიწვია, თუმცა ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.