"ნახევრად საიდუმლო ცერემონიაზე მხოლოდ საკუთარი პარტიის მიერ არჩეული და აღიარებული ადამიანის ინაუგურაცია მოხდა" - რას წერს ლიეტუვის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე?
კიდევ ერთი დღე "ტრადიციულ" ევროპულ დემოკრატიაში, სადაც "ოცნების პარტიას" სერიოზულად ვერავინ აღიქვამს და ნახევრად საიდუმლო ცერემონიაზე მხოლოდ საკუთარი პარტიის მიერ არჩეული და აღიარებული ადამიანის ინაუგურაცია მოხდა, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
ნაუსედა საარჩევნო კოლგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, საქართველომ ან დემოკრატიის ახალი განსაზღვრება უნდა იპოვოს, ან საერთოდ უარი თქვას პარლამენტსა და პრეზიდენტზე.
"ინტერპრესნიუსი"