ქართული ბიბლიოთეკები ნიდერლანდებსა და გერმანიაშიც გაიხსნა - კვირის პალიტრა

ქართული ბიბლიოთეკები ნიდერლანდებსა და გერმანიაშიც გაიხსნა

"ბიბ­ლუ­სი­სა" და წიგ­ნი­ე­რე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და მხარ­და­ჭე­რით მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ქარ­თუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის გახ­სნა გრძელ­დე­ბა.

ამ­ჯე­რად ნი­დერ­ლან­დებ­ში გა­იხ­სნა პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა.

"დიდი მად­ლო­ბა ნი­დერ­ლან­დე­ბის ქა­ლა­ქებ­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს, რო­მელ­თაც ATINATI - ის შე­სა­ნიშ­ნავ სივ­რცე­ში მო­ი­ყა­რეს თავი, სა­დაც კი­დევ ერთხელ აღ­ვნიშ­ნეთ წიგ­ნი­ე­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ბა იმის, თუ რა ად­გი­ლი უჭი­რავს სა­ქარ­თვე­ლოს და მის კულ­ტუ­რას ევ­რო­პა­ში და რა­ო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წი­ლად ყოფ­ნა.

kekelidze567-39757-1735544203.jpg

გახ­სნას "ბიბ­ლუ­სის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ირაკ­ლი გაგ­ნი­ძე და ბელ­გი­ი­სა და ჰო­ლან­დი­ის ეპის­კო­პო­სი, მე­უ­ფე დო­სი­თე­ო­ზი ეს­წრე­ბოდ­ნენ", - წერს წიგ­ნი­ე­რე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ნი­დერ­ლან­დებ­ში ქარ­თუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის მხარ­დამ­ჭე­რი "ფონ­დი არ­ვე­ლა­ძე" და მისი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი შოთა არ­ვე­ლა­ძე იქ­ნე­ბი­ან.

რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი, ქარ­თუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა უკვე გერ­მა­ნი­ა­ში, კერ­ძოდ, ქა­ლაქ კარლსრუ­ე­ში გა­იხ­სნა, რაც ქარ­თუ­ლი სათ­ვის­ტო­მოს დახ­მა­რე­ბით მო­ხერ­ხდა.

ქარ­თუ­ლი წიგ­ნის კუ­თხე სა­ზღვარ­გა­რეთ მა­ნამ­დე შემ­დეგ ქა­ლა­ქებ­ში გა­იხ­სნა: ემ­პო­ლი (იტა­ლია) , ვროც­ლა­ვი (პო­ლო­ნე­თი) ,სტამ­ბო­ლი (თურ­ქე­თი) , ერე­ვა­ნი (სომ­ხე­თი), კარლსრუე (გერ­მა­ნია).

kekelidze234-39770-1735544219.jpg

"წელს, ჩვე­ნი მოძ­რა­ო­ბა ლი­ე­ტუ­ვა­ში ქარ­თუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი მხარ­დამ­ჭე­რიც გახ­და და 2025 წელს არა­ერთ ევ­რო­პულ ქა­ლაქ­ში ვგეგ­მავთ მსგავ­სი სივ­რცის მო­წყო­ბას", - აცხა­დებს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე.