რას ამბობს ვალერი გაზაევი მიხეილ ყაველაშვილზე - "დარწმუნებული ვარ, ის დიდ წარმატებას მიაღწევს" - კვირის პალიტრა

რას ამბობს ვალერი გაზაევი მიხეილ ყაველაშვილზე - "დარწმუნებული ვარ, ის დიდ წარმატებას მიაღწევს"

მწვრთელი ვალერი გაზაევი, რომლის გუნდში "სპარტაკ-ალანიაში თავის დროზე მიხეილ ყაველაშვილი ასპარეზობდა, ყოფილი ფეხბურთელის საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევას გამოეხმაურა.

"სპორტსმენები, რომლებიც დიდ წარმატებას აღწევენ, ასევე წარმატებულნი არიან პოლიტიკაშიც. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის დიდ წარმატებას მიაღწევს. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ყურადღების მიღმა არც სპორტი დარჩება. საერთოდ, ისეთ ხალხს, რომლებმაც თავი გამოიჩინეს თავის ქვეყანაში და საერთაშორისო არენაზე, როგორიც ყაველაშვილი, უნდა ვენდოთ - მათ მოაქვთ და მოუტანენ სარგებელს თავის ხალხსა და ქვეყანას", - ამბობს გაზაევი რუსულ მედიასთან საუბარში.