"ივიკოს ყველაზე მეტად უყვარს დედა და დედას ყველაზე მეტად უყვარს ივიკო" - რას ამბობს ნინო ნადირაძე შვილისა და მაზლის განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციაზე? - კვირის პალიტრა

"ივიკოს ყველაზე მეტად უყვარს დედა და დედას ყველაზე მეტად უყვარს ივიკო" - რას ამბობს ნინო ნადირაძე შვილისა და მაზლის განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციაზე?

გა­სულ შა­ბათს, ნო­დარ მე­ლა­ძის გა­და­ცე­მი­დან ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ექი­მე­ბის გუგა კუ­ზა­ნო­ვი­სა და ნინო ნა­დი­რა­ძის ვაჟი ივა კუ­ზა­ნო­ვი ერთ-ერთი იყო იმ ახალ­გაზ­რდე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც პარ­ლა­მენ­ტის წინ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე იდგა.

ამის შე­სა­ხებ ივამ "ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბათ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და. ის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტია. ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ ბრძო­ლა­ში მე­გობ­რე­ბის გვერ­დით იდ­გეს. იქვე ამ­ბობს, რომ არ ეთან­ხმე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კურსს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რას ფიქ­რობს, ივი­კოს ცნო­ბი­ლი დედა, ნინო ნა­დი­რა­ძე, რო­მე­ლიც ღიად უჭერს მხარს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას? - ის AMBEBI.GE-სთან ამ სა­კი­თხზე ვრცლად სა­უბ­რობს:

- ჩემი და ჩემი შვი­ლის ერ­თო­ბას ვე­რა­ვინ გა­ყოფს, ვერც პო­ლი­ტი­კა და ვერც სხვა რამ. ახალ­გაზ­რდაა, ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ყვე­ლას აქვს თა­ვი­სი წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი აზ­რე­ბი. ივი­კოს ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვარს დედა და დე­დას ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვარს ივი­კო. ავუხ­სე­ნი ყვე­ლა­ფე­რი რა­ტომ ვარ "ოც­ნე­ბის" მხა­რეს. იმი­ტომ, რომ "ოც­ნე­ბამ" შეძ­ლო ამ ქვე­ყა­ნა­ში სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. ამი­ტომ ყვე­ლას აქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ თა­ვი­სი აზრი გა­მო­ხა­ტოს.

ჩვე­ნი ოჯა­ხის არ­ცერ­თი წევ­რი ერ­თმა­ნეთ­თან არა­სო­დეს იქ­ნე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი. არ­ცერ­თი მი­ზე­ზის გამო და მი­თუ­მე­ტეს პო­ლი­ტი­კის. ჩემს შვილს პო­ლი­ტი­კა ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებს, მას რა კი­თხვე­ბიც ჰქონ­და გა­ვე­ცი პა­სუ­ხი, რომ არა­ნა­ი­რი რუ­სე­თის­კენ ქვე­ყა­ნა არ მი­ე­ქა­ნე­ბა. ჩემი არ­გუ­მენ­ტე­ბი მან საკ­მა­ოდ მყა­რად მი­იჩ­ნია. ერთხელ იყო მი­ტინგზე, რომ დახ­მა­რე­ბო­და, რად­გან სა­მე­დი­ცი­ნოს სტუ­დენ­ტია, ეხ­მა­რე­ბო­და, არც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა. წყა­ლიც მი­ეს­ხა, რა ვქნა, რე­ვო­ლუ­ცია როცა ეწყო­ბა, იქ ფი­ზი­კუ­რა­დაც და­ზი­ან­დე­ბი.

- იცო­დით, რომ იმ დღეს, ივი­კო აქ­ცი­ა­ზე იყო?

წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად