"ჯიბიდან ამომაცალეს ტელეფონი, "ვაგზლის" ბაზრობაზე, წინდებს ვყიდულობდი ახალ წელს თბილად რომ შევხვდე რუსთაველზე" - რას წერს ანა ნაცვლიშვილი? - კვირის პალიტრა

"ჯიბიდან ამომაცალეს ტელეფონი, "ვაგზლის" ბაზრობაზე, წინდებს ვყიდულობდი ახალ წელს თბილად რომ შევხვდე რუსთაველზე" - რას წერს ანა ნაცვლიშვილი?

"ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს ჯიბიდან ტელეფონი ამოაცალეს:

"დღეს ჯიბიდან ამომაცალეს ტელეფონი, "ვაგზლის" ბაზრობაზე, წინდებს ვყიდულობდი ახალ წელს თბილად რომ შევხვდე რუსთაველზე.მანდ ხშირად დავდივარ, ასეთი რამ პირველად შემემთხვა!უბრალოდ გამიმართლა, რომ გონებით სხვაგან მყოფმა, ამ აურზაურში, უამრავი ხალხი რომ ირევა და ყველა ჩქარობს, როგორღაც ვიგრძენი ტელეფონის ჯიბიდან ამოცლა და დავიყვირე.....მომპარავს უარყოფა არ დაუწყია, დამიბრუნა და გაიქცა.... …

"პოლიცია" - თქვენ ახალგაზრდებს სდიეთ რეპრესიებისთვის და კობახიძის გაჩეჩილ თავს, არსად დაგეკარგოთ!"მთავრობა" - თქვენ ტყუილები ხარშეთ დიდი ქვაბით და "გლობალურ საფრთხეებს" "ებრძოლეთ". ამასობაში ისე ჩამოიშალა და გამოიშიგნა სახელმწიფო, ჯიბის ქურდობის დაბრუნება მალე არაფრად მოგვეჩვენება იმასთან შედარებით, რაც წინ ელოდება "ოცნების" ეკონომიკის პირობებში ქვეყანას.პ.ს. თბილი წინდები მაქვს, ახალი წელი რუსთაველზე!" - წერს ნაცვლიშვილი.