"ბიჭები მანქანის ხელობას სწავლობდნენ, სახელოსნოდან სახლში ბრუნდებოდნენ, როცა  "მერსედესი" დაეჯახათ" - რა დატალები ხდება ცნობილი ავარიაზე, რომელსაც ორი არასრულოწლოვანი შეეწირა - კვირის პალიტრა

"ბიჭები მანქანის ხელობას სწავლობდნენ, სახელოსნოდან სახლში ბრუნდებოდნენ, როცა  "მერსედესი" დაეჯახათ" - რა დატალები ხდება ცნობილი ავარიაზე, რომელსაც ორი არასრულოწლოვანი შეეწირა

მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ ნახიდურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მერსედერსის მარკის ავტომობილი, რომელსაც ადგილობრივი მართავდა ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ მათი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

"ცუდი ამბავი მოხდა ჩვენს სოფელში, ნახიდურში, ცენტრალურ გზაზე დატრიალდა ეს ავტოსაგზაო შემთხვევა. ორივე გარდაცვლილი ჩვენი სოფლის მაცხოვრებელია. 16 წლის და 17 წლის ბიჭები დაიღუპნენ. ახლა შემთხვევის ადგილზე ვიმყოფები, ძალიან ცუდი ფაქტია მომხდარი. ეს ბიჭები მანქანის ხელობას სწავლობდნენ, სახელოსნოდან სახლში ბრუნდებოდნენ, მუშაობას მორჩნენ და იქიდან მოდიოდნენ სახლებში, როცა მერსედერსი დაეჯახა. სავარაუდოდ ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა. ფეხით მოდიოდნენ გზაზე ისინი, როცა მანქანა დაეჯახა. ორივე დაშავებული გადაიყვანეს კლინიკაში, მაგრამ ორივე გარდაიცვალა~,- ამბობს ჩვენთან საუბარში მერის წარმომადგენელი სოფელ ნახიდურში თალეხ აივაზოვი.

ადგილობრივებსა და მანქანის მძღოლს შორის მოხდა შელაპარაკება. ადგილბრივები ამბობენ რომ მძღოლი და მასთან ერთდ მყოფები მთვრალები იყვნენ.

მომხდარი ავარიის გამო გარკვეული დროის განმავლობაში მარნეული ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო მოძრაობა შეფერხებული იყო. შემთხვევის ადგილზე იმუშავეს ექსპერტ კრიმინალისტებმა. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება მიმდინარეობს.

(სპეციალურად საიტისთვის)