სოხუმში მანდარინებისგან დამზადებული ხუთმეტრიანი ნაძვის ხე საზეიმოდ გაიხსნა
სოხუმში, აფხაზეთის დრამატული თეატრის წინ მდებარე მოედანზე ცოცხალი მანდარინებისგან დამზადებული ხუთმეტრიანი ნაძვის ხე საზეიმოდ გაიხსნა.
ინფორმაციას TASS ავრცელებს.
უჩვეულო ნაძვის ხე მანდარინის ფესტივალის ფარგლებში დაიდგა, რომელიც აფხაზეთში 3-დან 8 იანვრამდე გაიმართება.
ყვითელი ნაძვის ხის დამზადებას 1,5 ტონაზე მეტი მანდარინი დასჭირდა და ის აფხაზეთში პირველად დაიდგა.
მეტიც, მანდარინის ფესტივალის დირექტორი, სვეტლანა გაბუნია ამბობს, რომ ეს მსოფლიო რეკორდიცაა, რადგან მანამდე მხოლოდ 1, 89-მეტრიანი მანდარინის ნაძვის ხის არსებობის შესახებ იყო ცნობილი.
მანდარინის ფესტივალი აფხაზეთის რამდენიმე რეგიონს მოიცავს. მის ფარგლებში გამოფენები, ექსკურსიები, მასტერკლასები, კონცერტები და დეგუსტაცია გაიმართება, ასევე, აეროსტატით გასეირნება არის დაგეგმილი. იხილეთ სრულად