სალომე ზურაბიშვილი ახალ წელს რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან ერთად შეხვდა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველზე შეკრებილებს შეუერთდა.
მოქალაქეებმა პრეზიდენტს სპეციალური კორდონი გაუკეთეს.
სალომე ზურაბიშვილი საახალწლო სუფრასთან შეხვდა ახალ წელს. მან ღვინის ჭიქით, მრავალჟამიერის ფონზე მიულოცა მოქალაქეებს ახალი წელი.