66 წლის მადონა 28 წლის შეყვარებულთან ერთად შობას იაპონიაში აღნიშნავს
მადონამ იაპონიაში თავისი საშობაო დასვენების კადრები ინტერნეტში გააზიარა. ვარსკვლავი შვილებთან და შეყვარებულთან ერთად ატარებს დროს.
ინსტაგრამში გაზიარებულ ფოტოებში მადონას 28 წლის შეყვარებული და მისი შვილები, მათ შორის უფროსი, ასევე 28 წლის ქალიშვილი ლურდეს ლეონი ჩანან.ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შემსრულებელზე გავრცელდა ჭორები, თითქოს მან ოქტომბერში თავის შეყვარებულთან ურთიერთობა დაასრულა, თუმცა წყვილი რამდენიმე კვირაში ისევ ერთად გამოჩნდა.
პოსტის წარწერაში, იაპონური დროშის ემოჯისთან ერთად, მან დაწერა იაპონური მისალმება konbanwa, რაც ნიშნავს: "საღამო მშვიდობისა". გააგრძელეთ კითხვა