დუბაი, კალიფორნია, ჩეხეთი, რუსთაველის გამზირი... - სად შეხვდნენ ახალ წელს პოლიტიკოსები და ცნობილი ქართველები?
მსოფლიო ახალი 2025 წლის შემოსვლას ზეიმობს. საქართველოში წელს განსხვავებული ახალი წელი იყო. საზოგადოების ნაწილი ამ დღეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეხვდა.
ათასობით პროტესტანტმა რუსთაველის გამზირზე სუფრაც გააწყო. მათ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა. მან ღვინის ჭიქით, მრავალჟამიერის ფონზე მიულოცა მოქალაქეებს ახალი წელი. ოპოზიციური პარტიების ლიდერების დიდმა ნაწილმა ახალი წელი, ხალხთან ერთად, რუსთველის გამზირზე აღნიშნა.
საზოგადოების ნაწილმა ახალი წელი ოჯახთან, საქართველოში, ნაწილმა კი საზღვარგარეთ აღნიშნა. გთავაზობთ ცნობილი ადამიანების საახალწლო ფოტოებს.
"გილოცავთ ახალ წელს! მშვიდობას და ბედნიერებას გისურვებთ" დაწერა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა და მშობლებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. გააგრძელეთ კითხვა