"დავ­დე­ქით დი­ლე­მის წი­ნა­შე: ფული თუ ფეხ­ბურ­თი?" - რა სიახლეა ბუდი ზივზივაძის კარიერაში და რას წერს ფეხბურთელის მამა? - კვირის პალიტრა

"დავ­დე­ქით დი­ლე­მის წი­ნა­შე: ფული თუ ფეხ­ბურ­თი?" - რა სიახლეა ბუდი ზივზივაძის კარიერაში და რას წერს ფეხბურთელის მამა?

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლის, "კარლსრუ­ეს" თავ­დამ­სხმე­ლის - ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძის კა­რი­ე­რა­ში სი­ახ­ლეა.

ამის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ფეხ­ბურ­თე­ლის მა­მამ ამ­ცნო.

“პირ­ველ რიგ­ში, ბე­დო­ბას გი­ლო­ცავთ მე­გობ­რე­ბო! იყო ჩი­ნუ­რი, ასე­ვე კო­რე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი!

დავ­დე­ქით დი­ლე­მის წი­ნა­შე: ფული თუ ფეხ­ბურ­თი? ბუდუ ირ­ჩევს ფეხ­ბურთს მივ­დი­ვართ ბუნ­დეს­ლი­გა­ში! ბუ­დუმ აირ­ჩია ბუნ­დეს­ლი­გა! მად­ლო­ბა “კარლსრუ­ეს“, მად­ლო­ბა მე­ნე­ჯე­რებს, მად­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო, მად­ლო­ბა გია ცე­ცა­ძეს, თე­ი­მუ­რაზ ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს, მა­მუ­კა ხუნ­და­ძეს ბუ­დუს გა­მოწ­ვრთნი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის­თვის!

ჩვენ თქვენ­თან ვართ! წინ დიდი ბრძო­ლე­ბია!“ - წერს კახა ზივ­ზი­ვა­ძე.

sportall.ge -ს ინფორმაციით, 30 წლის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე "კარლსრუედან" ბუნდესლიგის "ჰაიდენჰაიმში" გადავიდა.

კლუბის საიტის ცნობით, ზივზივაძეს კონტრაქტი 2029 წლამდე გაუფორმეს და ახალ გუნდს საწვრთნელ შეკრებაზე პარასკევ საღამოს ალგორფში შეუერთდება.

"ბუდუს თამაშს "კარლსრუეში" უკვე კარგა ხანი ვაკვირდებოდით. იქ გასულ სეზონში აბსოლუტური ლიდერი იყო, მიმდინარე სეზონში პროგრესი კიდევ უფრო განიცადა, 17 მატჩში 12 გოლი გაიტანა და დაამტკიცა, რომ ბომბარდირის განსაკუთრებული მონაცემები გააჩნია. ამიტომ დარწმუნებული ვართ, რომ ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად დაუყოვნებლივ შეუძლია ჩვენი გუნდის დახმარება. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი კლუბი აირჩია", - განაცხადა "ჰაიდენჰაიმის" მმართველი საბჭოს ხელმძღვანელმა ჰოლგერ სანვალდმა.

"ჩემს შესაძენად "ჰაიდენჰაიმმა" დიდი ძალისხმევა გაიღო და ბუნდესლიგაში ასპარეზობის შანსის გამოყენებაზე უმალ დავთანხმდი. ახლა მინდა ჩემი წვლილი შევიტანო გუნდის ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად. მოუთმენლად ველი ჩემპიონატის განახლებას", - თქვა ქართველმა ფორვარდმა.

ზივზივაძის ახალი გუნდი 15 ტურის შემდეგ გერმანიის ჩემპიონატზე 10 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა და 11 იანვარს "უნიონს" უმასპინძლებს.