"ვინმე პატრონი ბაკურიანს არ ჰყავს?!" - რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში?
ინფლუენსერი იაკო ჭალაგანიძე ტიკ-ტოკზე ვიდეოს აქვეყნებს და ბაკურიანში არსებულ ვითარებაზე საუბრობს.
"ისეთი გამწარებული ვარ, ისეთი განუკითხაობა ხდება ბაკურიანში, ვინმე პატრონი ბაკურიანს არ ჰყავს?! ნაგავი ყრია შუა ქუჩაში, თქვენ შეაფასეთ ღირს თუ არ ღირს ბაკურიანში ჩამოსვლა. 30 წელია აქ ვისვენებ და მსგავსი არაფერი მინახავს რაც წელს ხდება. შუა ქუჩაში აყენია მანქანები, აღარ არის საფეხმავლო გზა" - ამბობს იაკო და სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს.