"მიყვარს იუბილარი!.. ერთხელ მითხრა, რომ რუსეთი ყველაზე დიდი მტერია საქართველოსი!" - რას წერს ნიკოლოზ რაჭველი?
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 92 წელი შეუსრულდა. ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"მიყვარს იუბილარი! მიუხედავად ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე ინსტიტუციის მიმართ ორაზროვანი დამოკიდებულებისა, მახსოვს და მენატრება მასთან დაკავშირებული (ჩემი მიმართებით) მისტიური თავგადასავლები!.. და მიყვარს მისი “ავე მარია” ჩემი გაორკესტრებით… ძალიან უხაროდა და მოწონდა… ერთხელ მითხრა (პირადად, თუმცა რამდენიმე სასულიური პირის თანდასწრებით), რომ რუსეთი სატანას ემსახურება და ყველაზე დიდი მტერია საქართველოსი! კიდევ ბევრი ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი რამ უთქვამს სხვადასხვა დროს… "