რა უპასუხა ნუცა ბუზალაძემ სცენიდან აქციის მონაწილეებს - "თუ გგონიათ, რომ კონცერტს ჩაშლით და ახალ წელს წაგვართმევთ, ძალიან ცდებით" (VIDEO)
ბათუმში, ევროპის მოედანზე, სადაც ნუცა ბუზალაძის საახალწლო კონცერტი მიმდინარეობს, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მყოფი აქციის მონაწილეები, ბუზალაძის კონცერტზე მივიდნენ და თბილისში სხვადასხვა აქციის დროს, დაშავებული მოქალაქეების ფოტოები გამოფინეს.
პერიოდულად ისმოდა შეძახილები “სირცხვილია”.
მომღერალმა აქციის მონაწილეებს სცენიდან უპასუხა:
"სირცხვილოს თუ ეძახით იმ ადამიანს, ვინც თქვენს სახელს წარმოადგენს ბავშობიდან - სირცხვილო თქვენ! თუ გგონიათ, რომ კონცერტს ჩაშლით და ახალ წელს წაგვართმევთ, ძალიან ცდებით. თქვენ რა ფულიც აიღეთ ამაში, შეგერგოთ"
ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნის მოთხოვნით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან 38-ე დღეა მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.
ვიდეო: batumelebi.ge