"არ არსებობს სიტყვა, რომელიც საბერიოში მომხდარი ტრაგედიის ტკივილს გამოხატავს" - სალომე ზურაბიშვილი გალში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება - კვირის პალიტრა

"არ არსებობს სიტყვა, რომელიც საბერიოში მომხდარი ტრაგედიის ტკივილს გამოხატავს" - სალომე ზურაბიშვილი გალში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება

სალომე ზურაბიშვილო გალის რაიონის სოფელ საბერიოში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება:

"არ არსებობს სიტყვა, რომელიც საბერიოში მომხდარი ტრაგედიის ტკივილს გამოხატავს. ვიზიარებ ოჯახის და მათი ახლობლების მწუხარებას"

ინფორმაციისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას აფხაზური „ტელეგრამ“ არხი „აიაშარა“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სახლი ჩოლარიების ოჯახს ეკუთვნოდა. ხანძარმა სახლი მომენტალურად მოიცვა და ხუთი ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.